მედიცინა

ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოში მწვავე ინფარქტის დიაგნოზით რჩება

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რჩება. ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, ჯიშ­კა­რი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი, თუმ­ცა სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რის გა­მოც, ის ინ­ტენ­სი­ურ ბლოკ­ში აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას. ჯიშკარიანი სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ, მწვავე ინფარქტის დიაგნოზით გადაიყვანეს.
“რო­გორც ირ­კვე­ვა გუ­ში­ნაც და გუ­შინ­წი­ნაც ჰქო­ნია ტკი­ვი­ლი, თუმ­ცა გუ­შინ იყო უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი და გა­უ­საძ­ლი­სი, რის გა­მოც პა­ცი­ენ­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მოხ­და ჩვენ­თან. დი­აგ­ნოს­ტირ­და ჩვენს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­ო­კარ­დი­ო­მის მწვა­ვე ინ­ფარ­ქტი, რის გა­მოც და­უ­ყო­ნებ­ლივ შეყ­ვა­ნილ იქნა კო­რო­ნოგ­რა­ფი­ა­ზე. ჩა­უ­ტარ­და ან­გი­ოპ­ლას­ტი­კა სამი სტენ­დით. მდგო­მა­რე­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა სა­ყუ­რა­დღე­ბო და იმ­ყო­ფე­ბა ინ­ტენ­სი­ურ ბლოკ­ში“,-გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა თა­მუ­ნა ჭი­ხო­რი­ამ.

Facebook Comments