„რას აპიარებთ და არეკლამებთ?!“

ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი საქართველოს კინოთეატრებში გეი-ურთიერთობებზე შექმნილი ფილმის ჩვენების გამო ატეხილ ვნებათაღელვას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყურით გაგონილს თვალით ნანახი სჯობს!
რომ არა ფილმის შემქმნელების უკუღმართი პიარი და პროვოკაციული ფრაგმენტაცია, ამ ფილმს საზოგადოება ჩვეულებრივად მიიღებდა.
რას აპიარებთ და არეკლამებთ?!
ეს არ არის დიდი ხელოვნება, რომ ადამიანების მეხსიერებაში დაილექოს და თაობებზე მოახდინოს გავლენა!
ფილმში ერთი დასამახსოვრებელი ფრაზაც კი არ არის! თუნდაც ერთი!
არ არის ეს ფილმი პროპაგანდა!
პროპაგანდისა ცოტა კი არა, ბევრი გამეგება და ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ!
ნურც მე დამიჯერებთ და ნურც – სხვას: აუცილებლად ნახეთ, რაკი ამდენი აურზაური გამოიწვია!“ – წერს ბონდო მძინარიშვილი

Facebook Comments
%d bloggers like this: