საპატრიარქოს იურისტი მეუფე პეტრეს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს

Nusagi

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

როგორც ქარჩავა ამბობს, მეუფე პეტრემ მას უთხრა, რომ რუსეთი საქართველოს ეკლესიას დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისთვის დასჯიდა.

“ცოტა ხანში დაიწყებაო დიდი პროცესები, შენ უნდა მოემზადო ამისთვისო. მე რისთვის უნდა მოვემზადო-მეთქი და რუსეთის ეკლესიამ და რუსეთმა გარკვეული როლი ითამაშეს პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლებაშიო. ვინიდან ეკლესია თავის დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, ცოტა ხანში კათალიკოს-პატრიარქის ავტორიტეტსა და ეკლესიის ავტორიტეტს რუსეთი გაანადგურებს და უკან წაიღებსო,” – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ “კურიერთან” საუბრისას.

მისივე თქმით, მეუფე პეტრე ნინო  ბურჯანაძეს რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად პოლიტიკურ თანამშრომლობას სთავაზობდა.

“გუშინ მან უკვე ცალსახად დაადასტურა, რომ არის ნამდვილად ამ პოლიტიკის გამატარებელი და ამ ბინძური ცილისწამების შემსრულებელი. ეს, სხვათა შორის, რამდენჯერმე დაადასტურა მეუფე იაკობმა, რომელმაც თქვა, რომ მეუფე პეტრეს აქვს კავშირები რუსეთის ეკლესიის მაღალ იერარქებთან. მე მითხრა და მანაც დაადასტურა, რომ  ჩართული იყო და ნინო ბურჯანაძეს შესთავაზა, რომ პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო და  არა მარგველაშვილი და პუტინსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაელაგებინა”, – აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.

შეგახსენებთ, მეუფე პეტრემ რამდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა.

მან ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში ეკლესიაში შესაძლო გაუპატიურების თემაზე ისაუბრა. ამასთან, მისი თქმით, ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს ილია მეორე პორნოგრაფიული შინაარსის ფილმების ჩართვას სთხოვდა.

Facebook Comments
%d bloggers like this: