სლავები გასათხოვარ ქალებს, ბედის საპოვნელად, ახალ ცოცხზე გადახტომას აიძულებდნენ – რა ცრურწმენები უკავშირდება ცოცხს სხვადსხვა კულტურაში

სხვა­დას­ხვა კუ­თხე­შიც კი არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი “ცრურ­წმე­ნე­ბი”, რო­მე­ლიც უბ­რა­ლო, სა­ო­ჯა­ხო ცო­ცხს უკავ­შირ­დე­ბა. ასე მა­გა­ლი­თად, ჩემი გუ­რუ­ლი ბე­ბია არა­სო­დეს გვი­და ოთა­ხებს მზის ჩას­ვლამ­დე თუკი იმ დღეს სახ­ლი­დან ვინ­მეს შორს გზა­ზე უწევ­და გამ­გზავ­რე­ბა. მი­აჩ­ნდა, რომ ეს “ცუ­დის ნი­შა­ნია” ან ვინ­მე ია­ვად­მყო­ფებს.

გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს კი­დევ ბევ­რი მი­ნიშ­ნე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რა სა­ხის ენერ­გე­ტი­კუ­ლი გავ­ლე­ნა გა­აჩ­ნია უბ­რა­ლო ცო­ცხს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში (ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ ცო­ცხი შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ალ­ქა­ჯე­ბი­სა და გრძნე­უ­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ატ­რი­ბუ­ტი გახ­დათ).

უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ ცო­ცხი ყო­ველ­თვის ტა­რით ზე­მოთ და­დოთ. ეს ოჯახ­ში ბა­რა­ქი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლოა.

არა­სო­დეს გა­დახ­ვე­ტოთ ცო­ცხით პარ­მა­ღი – სი­ღა­რი­ბე და ფუ­ლის გა­დი­ნე­ბა იცის.

ცო­ცხზე გა­და­ბი­ჯე­ბას ოჯახ­ში ჩხუ­ბი და კინ­კლა­ო­ბა მო­აქვს.

ძვე­ლი (და­ძენ­ძი­ლი) ცო­ცხი სას­წრა­ფოდ ახ­ლით შეც­ვა­ლეთ, თუ არ გინ­დათ, რომ ფი­ნან­სუ­რი საქ­მე­ე­ბი უკან წა­უ­ვი­დეს ოჯა­ხის უფ­როსს.

ახა­ლი ცო­ცხით ძვე­ლი სლა­ვე­ბი ხე­ებს ურტყამ­დნენ ძი­რებ­ში, ამ­ბობ­დნენ ასე მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა იზ­რდე­ბაო.

ჭირ­ვე­ულ თოთო ბავ­შვებს კი ახალ ცო­ცხს მო­ა­ტა­რებ­დნენ და­ძი­ნე­ბულ­ზე , ნაკ­ლე­ბად ჭირ­ვე­უ­ლი ხა­სი­ა­თის გა­იზ­რდე­ბაო.

ახალ მთვა­რე­ზე შე­ძე­ნი­ლი ახა­ლი ცო­ცხით კი მო­მა­ვა­ლი ორი კვი­რის ნა­ყო­ფი­ე­რე­ბას “აპ­როგ­რა­მე­ბენ”.

გა­სა­თხო­ვარ და ბე­დის­მა­ძი­ე­ბელ ქა­ლებს, სლა­ვე­ბი აი­ძუ­ლებ­დნენ ახალ ცო­ცხზე ცხრა­ჯერ გა­დახ­ტო­მას . სჯე­რო­დათ, რომ ბედი მალე გა­მოჩ­ნდე­ბო­და.

სხვას არა­სო­დეს მის­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა თქვე­ნი სახ­ლი და­გა­ოს. სლა­ვებს მი­აჩ­ნდათ, რომ ეს უიღ­ბლო­ბის ნი­შა­ნია.

თუკი არა­სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი გყავ­დათ და გინ­დათ იგი თქვენ­თან აღარ მო­ვი­დეს , მისი წას­ვლის შემ­დეგ შე­მო­სას­ვლე­ლი გა­დახ­ვე­ტეთ და მოგ­რო­ვი­ლი ნა­გა­ვი ფე­ხებს შუა მო­აქ­ცი­ეთ. ასე იგი, არა­სო­დეს მო­ი­სურ­ვებს მო­მა­ვალ­ში თქვენ­თან სტუმ­რო­ბას.

წყარო: ambebi.ge

Facebook Comments
%d bloggers like this: