ქვეყანაში არეულობის ფონზე ბოლივიის პრეზიდენტი გადადგა

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ BBC News იუწყება. 

მორალესმა განაცხადა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება ქვეყანაში სიტუაციის განმუხტვის გამო მიიღო. მან ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალება უწოდა.

გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა ვიცე-პრეზიდენტმა გარსია ლინერამაც, ასევე რამდენიმე მინისტრმა და ქვეყნის საბაჟო სამსახურის უფროსმა. 

მანამდე ბოლივიის სამხედრო ძალების მეთაურმა მორალესს გადადგომისკენ მოუწოდა. გამოცემა Pagina Siete-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი ქვეყნის დატოვებს ცდილობდა, მისი თვითმფრინავი არგენტინის საჰაერო სივრცეში შესვლას ითხოვდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მორალესი დედაქალაქიდან ქალაქ კაჩაბამბაში გაემგზავრა.  

20 ოქტომბერს ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მორალესმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა მისი ოპონენტი, ექს-პრეზიდენტი კარლოს მესა არჩევნებს არ აღიარებს. ამის შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყო. მორალესმა ოპოზიციას და უცხო ქვეყნებს ბრალი დასდო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში. 

10 ნოემბერს ამერიკის ქვეყნების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ლუის ალმაგრომ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს. მორალისმა გამოაცხადა, რომ ბოლივიაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, უმაღლესი საარჩევნო სასამართლოს შემადგენლობა კი, შეიცვლება. 

ევო მორალესი პრეზიდენტის პოსტს 2006 წლიდან იკავებს. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: