თურქეთში „თეთრი ჩაფხუტების“ დამფუძნებელი გარდაცვლილი იპოვეს

22 July 2019, Syria, Maarat al-Numaan: Members of the Syrian Civil Defence, also known as 'White Helmets', carry an injured but alive child from the rubble of a collapsed building following a reported air strike by pro-regime forces. According to activists and a monitoring group, at least 27 people were killed in air-strikes allegedly conducted by Russian warplanes, amid denial from Moscow. Photo: Anas Alkharboutli/dpa

Nusagi

არაკომერციული ორგანიზაციების Mayday Rescue და „თეთრი ჩაფხუტები“ დამაარსებელი ჯეიმს ლე მეზურიე სტამბულის ცენტრში, საცხოვრებელ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

გარდაცვალების მიზეზი და გარემოებები ჯერჯერობით უცნობია. „ამჟამად პოლიცია იძიებს და წინასწარ არაფრის თქმა არ შეგვიძლია, ჩვენ ველოდებით შედეგს“,-აცხადებს „თეთრი ჩაფხუტების“ ხელმძღვანელი რაედ ალ-სალაჰი.

ფონდი Mayday Rescue, რომელიც ლა მეზურიემ 2014 წელს დააარსა, კონფლიქტის ზონებსა და ბუნებრივი კატასტროფების ტერიტორიებზე მოქმედ მოხალისეთა ორგანიზაციებს აფინანსებს. ის სირიის „თეთრი ჩაფხუტების“ ძირითადი პარტნიორია. 

მოხალისეთა გაერთიანება „თეთრი ჩაფხუტები“ , ანუ „სირიის სამოქალაქო თავდაცვა“ ასევე 2014 წელს დაარსდა სირიაში სამოქალაქო ომის დროს. ის სამაშველო  ოპერაციებს აწარმოებს, ასევე დაკარგულებს ეძებს და ოპოზიციის კონტროლირებად ტერიტორიებზე სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფს მოსახლეობას. ორგანიზაციის მონაცემებით, მისმა თანამშრომლებმა 100 ათასზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: