აბააა, სიმამაცე გამოიჩინეთ და აღიარეთ – ვინ ნახეთ ფილმი და რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ?

ჟურნალისტი ესმა კუნჭულია სოაციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გარშემო ატეხილი ხმაური გადაჭარბებულია.

„ აბააა, სიმამაცე გამოიჩინეთ და აღიარეთ – ვინ ნახეთ ფილმი და რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ?

მე ვნახე ფილმი „და ჩვენ ვიცეკვებთ“ და ისევ ქართველი ვარ… ქართველობა ვერ წამართვეს;

ფილმი ანდერგრაუნდის და სოციალური დრამის ჩვენების მცდელობაა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ბევრად მძაფრია.

ანუ უარესები(ც) ხდება ჩვენს ირგვლივ და რაღაც მომენტში, მეტად სმარტად შეიძლებოდა იმის გადმოცემა,, რისი აღწერაც სურდათ…

და რა სურდათ? პროპაგანდა? არა. ღარიბი, უგულო, სულიერად და ფიზიკურად დამშეული საზოგადოების აღწერა.

აღწერეს ცოტა გაწელილად რამაც დამღალა.

თუმცა საბოლოო ჯამში ემოცია დამრჩა – ტკივილის, სევდის, ერთი ბიჭის არეული ცხოვრების.

მსახიობები სუპერ. მუსიკალური გაფორმება სუპერ.

ქვეყნის „თავისმოჭრა“ – ნოლი. ქართველობა წაგვართვეს ნოლი. პროპაგანდა? მე ვერ დავინახე. ვინც დაინახა საკუთარ თავში ჩაიხედოს.

პროპაგანდა არადა და სიღარიბისადმი და რომ ვერაფერი ეღირსა ამ ქვეყანას ამისი ამაზრზენი ემოცია გამიჩნდა.

ჰოოო და მთავარი დრამის მეტი სიმძაფრისთვის – ერთი ტიპაჟი აკლდა სცენარს – მამაპაპური ქართველი, რომელიც სახლში ცოლს სცემს და აგინებს და გარეთ ფილმზე შესულ მაყურებელს ქამრით დასდევს.

და რა სამწუხაროა, რომ „ფეისბუქა ქალები და კაცები“ ასეთ აშკარა დრამებზე არასოდეს წერენ და სხვა თემებით იწერენ ქულებს;

ფეისბუქა ქალების და კაცების მორალი ცალკეეე დრამააა….“,-წერს ესმა კუნჭულია.

Facebook Comments
%d bloggers like this: