რაც შეეხება ჩოხას, მთავარი გმირი ფინალურ სცენაში მას იხდის და დარბაზიდან გადის იმის ნიშნად, რომ მისი ადგილი არ არის პატრიარქალურ საზოგადოებაში

პირადად ჩემთვის ფილმი აღმოჩნდა იმაზე გაცილებით უკეთესი ვიდრე ველოდი..
განსხვავებით თანამედროვე ქართული კინოსგან, რომლისთვისაც დამახასიათებლია ზედმეტად გაწელილი, პაუზებით სავსე, დამღლელი და ემოციურად მშრალი სცენები, აკინის ფილმი იმდენად დინამიურია რომ ერთი ამოსუნთქვით ვუყურე და იმდენად ემოციური, რომ ფინალისკენ ორჯერ ცრემლებიც ჩამოვღვარე, რაც ქართულ ფილმებზე ძალიან ნაკლებად მემართება.
ცრემლი იმის დასტურია, რომ ფილმმა თავისი სათქმელი მაყურებლამდე წარმატებით მიიტანა..

მთავარი გმირის სულიერი განცდები იმდენად წინა პლანზე მოდის, რომ პირადად ჩემთვის სრულიად გაიფანტა და გაქრა ის ეროტიული კადრები, რომელთან დაკავშირებული აჟიოტაჟის გამოც დავიწყე ამ ფილმის ყურება…
ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ფილმს აქვს მხატვრული ღირებულება და იგი არ არის იაფასანი გეი-დრამა, რომელიც ეროტიული კადრების გამო იყიდება..

ფილმის არცერთ მომენტში არ იკითხება პროპაგანდისტული ქვეტექსტები და ან რაიმე ფორმით ქართული ტრადიციების შეურაცხყოფა..
აქ ნაჩვენებია განსახვავებული სექსუალური ორენტაციის მოზარდში მიმდინარე სქესობრივი თვითგამორკევის პროცესი და ამ პროცესთან დაკავშირებული დრამა პატრიარქალურ საზოგადოებაში.
ერთადერთი თუ რამე ფარული განზრახვა აქვს რეჟისორს, არის მაქსიმუმ ის, რომ მაყურებელში აღძრას ემპათია მთავარი გმირის სულიერი ტრაგედიისადმი.

ფილმის სცენარი არ არის ტექსტით დატვირთული, და სათქმელის უდიდეს ნაწილს ამბობს თავად ქორეოგრაფია და ის ფოკლორული და ქალაქური მუსიკა, რომელიც მთელ ფილმს კალეიდოსკოპურად გასდევს, რაც ფილმს განსაკუთრებულად მიმზიდველს და საინტერესოს ხდის უცხო კულტურის მაყურებლისთვის.

ფილმის უძლიერესი ადგილია ფინალური აკორდი, რომელიც არის ლევან გელბახიანის მიერ ბრწყინვალედ შესრულებული ქორეოგრაფიული coming out-ი, რომელიც არის გეი ადამიანის ერთგვარი თავისუფლების მანიფესტი გამოხატული მასკულინური და ფემინური პლასტიკის ურთიერთმონაცვლეობით და ამ პლასტიკაში განსხეულებული სულიერი ტკივილით…
ბევრს სიუჟეტი ეჩვენება ბანალური, თუმცა იგი არის რეალისტური…რეალობა კი ძირითადად ბანალურია..

რაც შეეხება ჩოხას, რომელიც ფილმში გამოყენებულია როგორც მასკულინური საზოგადოების სიმბოლო, მთავარი გმირი ფინალურ სცენაში მას იხდის და დარბაზიდან გადის იმის ნიშნად, რომ მისი ადგილი არ არის პატრიარქალურ საზოგადოებაში.
ასე რომ ის აჟიოტაჟი, რაც უკავშირდება ვითომდა ქართული ტრადიციული სიმბოლოების შეურაცხყოფას, არის შეგნებული სპეკულაცია ან მხატვრულ -მეტაფორული აზროვნების დეფიციტი.

ფილმი მოგეწონებათ თუ არა, იმაში მაინც დარწმუნებდით, რომ ეს ისტერია ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია..”-წერს ფეისბუქ მომხმარებელი მაია ჩიტაია

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: