ქედაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 15 მგზავრი დაშავდა

Nusagi

ქედაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 15 მგზავრი დაშავდა.როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 13-მა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო და მათ ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდებათ, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაჰყავთ.

მოქალაქეები ბათუმიდან დაბა ქედისკენ მიდიოდნენ. ავტობუსის გზიდან გადავიდა და ამოყირავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: