„გახსოვთ, როგორ აუქნია პარლამენტის ვიცესპიკერს სხვა ქვეყნის ელჩმა ხელი?“

:

,,ვნახე ფილმი და… ”
ასე იწყებს აქ მყოფთა დიდი ნაწილი და შემდეგ აგრძელებს რომ ფილმი არავითარ მხატვრულ ღირებილებას და…
არც არაფერი ისეთი და…
რამ გადარია ეს ხალხი და…
ქართველობა არავის წაურთმევია და..
ჰაი და…
ჰუი და…
და ნეტა რას ელოდით?
ან რა მხატვრულ ღირებულებას ელოდით
ან რა ბეჭებზე დამგდებ სცენებს,
ან რა გენიტალიების გამოჩენას (ბევრმა, ალბათ ამისთვისაც ნახა ფილმი )
ან დაგეტაკებოდათ და გვარს შეგიცვლიდათ, ორიენტაციას აგირევდათ, ქალს კაცად გაქცევდათ და კაცს ქალად თუ რა?!
ან რა ასეთ ღია პროპაგანდას, არიქა რა კარგია გეობა და სასწრაფოდ გახდი ასეთიო?!
მე არ მინახავს და თუ რატომ ამას აქვე ვიტყვი:
ფილმის მხატვრული ღირებულება და განხილვა არ მაინტერესებს, შინაარსი და თემატიკა კი ვიცი უკვე და კიდევ, დავწერე აქ ერთგან კომენტარში და პირდაპირ გადმოვიღებ:
პრობლემა უფრო დიდი და გლობალურია, ვიდრე ეს ფილმი, ან თუნდაც ჰომოსექსუალიზმი…
გახსოვთ ირმა ინაშვილს ამერიკის ელჩი რომ ეუხეშა? ინაშვილი არ მაინტერესებს.. მე ფაქტს ვამბობ, როგორ აუქნია ხელი და შესძახა გაეთრიეო, ქვეყნის პარლამენტის ვიცესპიკერს ხელი, რომელიღაცა ქვეყნის ელჩმა…
აგერ კი ხედავთ როგორ გვღობავს მავთულხლართებით კიდევ ერთი ქვეყანა…
ჩვენ ვართ სოციალური რასიზმის მსხვერპლი! აი, როგორ გითხრათ, ძალიან ცნობილი თეორიაა, ჩემი არაა:  ,,თქვენთვის ყველა ზებრა ხომ ერთია? არ ანსხვავებთ… ზებრა ზებრაა… ისე ვართ მათთვის ეს ღარიბი ქვეყნები, მათვის ყველანი ზებრები ვართ, კონგო, ზაირი,ბურკინა ფასო,საქართველო, ჰაიტი, მაიტი, კვაიტი”…
დიახ, ღ ა რ ი ბ ი!
ამიტომაც ვამბობ: სოციალური რასიზმი!
ამიტომ გვიქნევენ ხელს, როგორც ზებრებს გადენი შენ,
ან შერეკავ შემოღობილში, ან გადარეკავ…
იმიტომ აკეთებენ ათასგვარ ექსპერიმენტებს, იმიტომ კიდიათ შენი ისტორია, კულტურა
ჰოდა, როცა მე ასე, ასეთ დღეში ვარ, დაჩაგრული და დამცირებული, გული მტკივა ამ ყველაფერზე და ვებღაუჭები და ვეფერები ყველაფერ ქართულს და განსაკუთრებით ქართულ ცეკვას, რადგან აქ, სხვა დროს თავდახრილი, ამაყი ვარ, რადგან მიმაჩნია რომ ყველაზე მაგარი ცეკვა მაქვს და ჩემია ეს ცეკვა და…სწორედ აქ ჩამარტყეს!.. რაღა მაინცადამაინც ცეკვა, ხალხური?! რატომ, რატომ!.. ხომ შეიძლებოდა გადაეღოთ ბალერონებზე, მაგრამ არა!
ჰოდა ეს მტკივა მე!
მტკივა და ბევრს რომ არ ტკივა, ეს კიდევ უფრო მტკივა!
თორემ რა მხატვრულ ღირებულებებზეა ლაპარაკი! …

სულ ლაპარაკობდნენ, რომ ფილმი მაღალმხატვრულია და სულ ახლებურად დაგანახებს საქართველოს, თბილისს, ქართულ ცეკვას, ქართველ ახალგაზრდებს, სიყვარულს… ნახეთ ფილმი და შეგიყვარდებათ… აი ამას იმეორებდა ყველა თუთიყუშივით… მაღალმხატვრულობისა რა მოგახსენო, მაგრამ ფილმი რომ კარგად იქნება გაკეთებული, შეფუთული მჯერა, რადგან პროპაგანდისტულია და ყველანაირად ეცდებოდნენ ამას… ზოგიერთები კი აქებენ ფილმს,მსახიობებს, დედა ეს რა ვნახეთ, ასეთი არ გადაუღიათო და ნახეთ რას მიაღწევსო…დიახ, ვიცი! ნახავთ ,რამდენ კონკურსზე რამდენ პრიზს აიღებს… ანუ,საით მიმყავს: თბილი ფილმი სიყვარულზე, საქართველოს ლამაზად წარმოსახვა, კარგად გაკეთებული ცეკვები, ნაზი სიყვარული, კეთილი სახეები, სოციალური თემები… კეთილად განგაწყობს და შეიძლება აგატიროს კიდეც… ვიმეორებ! კეთილად განგაწყობს!

რომ აუცილებლად უნდა ნახოთ და შეგიყვარდებათო… აი ესაა პროპაგანდა!, ვიცი რისთვისაც გაკეთდა ეს ფილმი და რა მხატვრილი ღირებულება! ჩვენი, სერიალებით გამოთაყვანებულ და ,,ჩემი ცოლის დაქალებამდე” ჩამოქვეითებული გემოვნების საზოგადოებაზე მანიპულირება იოლია…. ცრემლებსაც კი ააღვარღვარებენ ,,ვაი ლა საკალეკები არიან”!
თორემ რა მხატვრული ღირებულება,
პროპაგანდისტული ფილმი ვერანაირად იქნება ღირებული
აგერ კიდევ ერთი ამბავია, პლაგიატი ყოფილაო!
ან ეს რა გასაკვირია?

ეს უველაფერი ხომ ,, ერთი კაცის მოფიქრებულია, ვიცო მე ეს”
ერთმა კაცმა დაწერა სცენარი, სიუჟეტი, ჩამოასხა ყალიბებში და დაარიგა, თან ფულიც დაურიგა…
,, ფული, ბაბა, ბევრი ფული…”
ჰოდა ამ ჩვენმა აკიმია თუ აკინი,
აიღო მაყუთები, სიუჟეტი და ცოტა მიას-მოასწორა…. იქ ჩოხა, იქ ცეკვა და ეგაა რა…
პოპულარობა, სახელი, კანები, ოსკარები განაღდებულია…
ა კიდევ გადაიღებს აუცილებლად…
კი, კიიი, აგერ ვარ მე და აგერ ხართ თქვენ…
,, შევა კიკუ ამაღამ…”
და ერთიც, დიდ ხელოვნებას საზღვრებს ვერავინ დაუწესებსო, დიდი ხელოვნება თავისუფალიაო, ითქვა
კი ბატონო, ასეა!
მაგრამ, ჯერერთი ეს დიდ ხელოვნევაზეა ლაპარაკი და მეორეც,
ყველაზე დიდი თავისუფლება შენი ვნებების, ლტოლვების მოთოკვაა, ამ ,,ღმერთებისადმი” და კიდევ ერთი ,,ღმერთის”, მამონას არ მონობაა, ყველაზე დიდი თავისუფლებაცა და ხელოვნებაც!
აი ეგაა, თორემ ფილმმა რა ქართველობა უნდა წამართვას…
ან რა ორიენტაცია…

ფილმი კი არა , ,, ის ერთი კაცი” რომ მომადგეს თავის ტარტაროზებითა ქართველობას ვერ ამართმევს…
ქალს რომ ვხედავ ახლაც ელეთ-მელეთი მომდის და ფილმმა რა ფეხები უნდა მომჭამოს!..“ – წერს პოეტი კახა შალამბერიძე სოციალურ ქსელში

Facebook Comments
%d bloggers like this: