დაიხუროს ყველა კინოთეატრი გაიხსნას კლუბები, სადაც ნაცადი ლექტორები მოგვიყვებიან, სად მარხია ძაღლის თავი და გადავრჩებით თუ არა-დავით კალანდია

,, ფილმი არ მინახავს, არც მსმენია მის შესახებ, არც არავითარი სურვილი მაქვს რამე რომ გავიგო, ისიც არ ვიცი რაზეა ფილმი და ვინ გადაიღო, მეტიც: ვგმობ ნებისმიერ კინომატოგრაფს, სადაც დიდ თეთრ ეკრანზე ვიღაცეები დარბიან, კლავენ ერთმანეთს და კოცნაობენ.
კინო და კინომატოგრაფი იმისთვის არის მოგონილი, რომ ჩვენ სულიერებაზე არ ვიფიქროთ, ჩვენი საქმე არ ვაკეთოთ, ქვეყანა არ ვაშენოთ და ბავშვები არ ვაჩინოთ.
დაიხუროს ყველა კინოთეატრი და მათ ადგილას გაიხსნას კლუბები, სადაც ნაცადი ლექტორები მოგვიყვებიან, თუ რა არის ჭეშმარიტება, სად მარხია ძაღლის თავი და გადავრჩებით თუ არა.
კინომატოგრაფისნაირი მავნე ხელოვნებაა თეატრი, ცირკი, საერო ლიტერატურა, ტელევიზორი, რადიო და პანტომიმა.
ასევე სპორტი უნდა იქნას ამოღებული ცხოვრების წესიდან, სტადიონებზე დაითესოს ქერი და შვრია, შტანგები გადაიდნას ტრაქტორებზე, აუზებში ორაგული მოშენდეს.
კიდე რა?
მგონი სრული მონახაზი გავაკეთე.
ხო, ცალკე სანდრობრეგაძეზე.
არ მინახავს სანდრობრეგაძე, არც მსმენია მის შესახებ, არც არავითარი სურვილი მაქვს, რამე რომ გავიგო, ისიც არ ვიცი, რაზეა სანდრობრეგაძე და ვინ შვა, მეტიც: ვგმობ ნებისმიერ სანდრობრეგაძეობას და ყველა სანდრობრეგაძე და მისნაირი იძულების წესით გაშვებულ უნდა იქნას სტადიონებზე, ქერისა და შვრიის საყარაულოდ, პუწინმა რომ არ მოიპაროს.
ხალხს შია, რა დროს სანდრობრეგაძე და კინოა?
ჰამენ!
მე ყველაფერი ვთქვამ! “-წერს ფეისბუქ მომხმარებელი დავით კალანდია

Facebook Comments
%d bloggers like this: