დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს

„ქართული ოცნების“ პიარ- სტრატეგიული, აგიტაციური კამპანია ძალიან მდარეა, -ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა ტვ-პირველთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების პოლიტიკური ფასი, ვინც ახლა ხმაურობს, ნულის ტოლია. 

„გუშინ დილიდან დაიწყეს შეტევა, რომ თქვენ ხართ სახელმწიფოს და ეკლესიის მტრები, ცდილობდნენ წარმოეჩინათ ვითარება, რომ ნაციონალები საპატრიარქოს ერჩიან. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ არ არის პატრიარქზე გადაფარების დრო, მაგრამ ასე დააპირეს „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციის აგდება. მე ორივე ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლებს მინდა დავუდასტურო ჩემი დიდი პატივისცემა, ისინი არ აყვნენ პროვოკაციას და არ მისცეს საშუალება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მდინარაძეს, კობახიძეს, რომ მათი შიდა პრობლემები ოპოზიციისთვის გადაებრალებინათ. გია ვოლსკის ამოცანააა, როგორც უმრავლესობის ლიდერის, რომ შინაურად მიიჩნიონ შავრაზმელმა დეპუტატებმა. ვითარება ისეა წასული, რომ თუ ცვლილებები არ იქნება მიღებული, ეს იქნება პირადად ივანიშვილის პასუხისმგებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში ის დასუსტებულია“,-განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, ზოგს რევოლუციაზე წამოკიდება, ზოგს კი, რევოლუცია სურს, თუმცა ოპოზიციას ეს არ უნდა.

„ჩვენს ინტერესებშია, მივიღოთ არჩევნებში ის შედეგი, რაც ხალხს უნდა, ზოგს უნდა რევოლუციაზე წამოკიდება და ზოგს უნდა რევოლუცია. ეს არ ეხება ოპოზიციას, მას არ უნდა რევოლუცია. მაქვს მოლოდინი, რომ უფრო მაღალია ალბათობა, რომ დასუსტებული ივანიშვილი იძულებული იქნება, პირველი მოსმენით მიიღოს ცვლილება. ასე ნაკლები საფრთხე შეექმნება მას“,- განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: