ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობა” უნდა გაქრეს, ეს არის თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური ამოცანა

“თქვენ ბოროტებად გამოგაცხადათ ქართველმა ხალხმა”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური ველიდან გაქრება.

“ნაციონალურ მოძრაობას” არ ვურჩევ საზოგადოების სახელით ისაუბროს. ეს არის ის საზოგადოება, რომელმაც თქვენ გამოგიცხადათ, რომ თქვენ ხართ ბოროტები. გახსოვთ 2018 წელს ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ ასეთი მესიჯი – თუ თქვენ თვლით რომ “ნაცები” არიან ბოროტება, მაშინ მოდით და თქვენი არჩევანი დააფიქსირეთ არჩევნებზე. მილიონ 150 ათასმა ადამიანმა საქართველოში დააფიქსრია, რომ საქართველოში “ნაციონალური მოძრაობა” არის ბოროტება. შესაბამისად, თქვენ საზოგადოების სახელით საუბრის უფლება არ გაქვთ. თქვენ ბოროტებად გამოგაცხადათ ქართველმა ხალხმა. “ნაცმოძრაობის” გაქრობა ეს არის თითოეული ჩვენგანის პოლიტიკური ამოცანა. ის არის საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის. “ნაცმოძრაობა” უნდა გაქრეს და გაქრება კიდეც”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: