ყვარელში 15 წლის გოგოს ეძებენ

Nusagi

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში გაუჩინარებულ 15 წლის გოგონას ეძებენ.

ის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა. კლასის დამრიგებლის ინფორმაციით, გოგონა, პედაგოგს გაკვეთილიდან ავადმყოფობის მომიზეზებით დაეთხოვა და თბილისისაკენ მიმავალ სამარშუტო ტრანსპორტში ჩაჯდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ის ოჯახისთვის უცნობ მამაკაცს ცოლად გაყვა.

ბოლო ინფორმაციით, გოგონა უცნობ მამაკაცთან ერთად, ისანი-სამგორის ტერიტორიაზე ნახეს. საქმე 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარზე პასუხისმგებლობას კლასის დამრიგებელი სრულად იღებს. ოჯახს კი საუბარი არ სურს

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: