“შენ ხარ ნაძირალა”, “განანებ მაგრად”, “შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ” – პარლამენტში სესია დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს განიხილავენ, ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ და დამოუკიდებელ დეპუტატებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატებს მწვავედ აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობა” დასრულდება.

მან “ევროპული საქართველოს” წევრს აკაკი ბობოხიძეს გიგლა ბერბიჭაშვილი უწოდა, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.

ირაკლი კობახიძე სიტყვიერად დაუპირისპირდა ამავე პარტიის წევრს სერგო რატიანს.

“ჩაგაბარებ წარსულს. ეკლესიის მტრებს ჩავაბარებ წარსულს!” – მიმართა კობახიძემ სერგო რატიანს.

სერგო რატიანმა მას სერგეი გავრილოვი შეახსენა, რამა კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია. “სერგო რას გიზამ იცი? დაგამთავრებ!”- მიმართა რატიანს კობახიძემ.

საუბარში ჩაერთო დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც.

“ჩინჩალაძე ვინ არის, ვინ?”,- აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ირაკლი კობახიძის გაღიზიანება გოგიჩაიშვილის რეპლიკამაც გამოიწვია.

“შენ ხარ ნაძირალა. განანებ მაგრად. შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ”,- მიმართა კობახიძემ გოგიჩაიშვილს.

Facebook Comments
%d bloggers like this: