ხალხი თუკი შემოვა პარლამენტში მშვიდობიანად, მე პირველი არ ვიქნები, ბოლოს შევალ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყება და შესაძლოა, ხალხი პარლამენტში მშვიდობიანად შევიდეს. 

მისივე თქმით, ის ერთ-ერთი ბოლო შემსვლელი იქნება.

“ეჭვი არ მეპარება, რომ დემოკრატიული ტალღა წალეკავს ამ ხელისუფლებას და წლის ბოლომდე ვერ გასტანენ მართვის სადავეებთან. მხარის არ დაჭერა იქნება თვალში ნაცრის შეყრაც არა, სულში შეურაცხყოფა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის, რომელსაც დაპირდნენ და უთხრეს, რომ 2020 წელს არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით და ეს უთხრეს არა იმიტომ, რომ მათ სურდათ, არამედ იძულებულნი გახდნენ, ვინაიდან ისინი აიძულეს თვალდაკარგულმა ახალგაზრდებმა, დაშავებულმა ადამიანებმა. იმედს ვიტოვებ, რომ ვერ გაბედავენ დაპირების უკან წაღებას. “ქართულ ოცნებას” უდიდესი სურვილი აქვს, ეს ჩანს, ხელის გულზე დევს, რომ ჩააგდონ ინიციატივა, მაგრამ აქვე აცნობიერებენ, რომ ამას მოჰყვება ძალიან ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, რომელიც დასრულდება ხელისუფლების მარცხით. თუკი მართლა მშვიდობიანად შემოვა ხალხი საქართველოს პარლამენტში, ჩაგდების შემდეგ შემოვა და მე ვიქნები ერთ-ერთი ბოლო, რომელიც შემოვა, არა პირველი. როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული, პროპორციული სისტემის ჩაგდებას არათუ პროტესტი მოჰყვება, პროტესტს მოჰყვება ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება. ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას დატოვებს თავქუდმოგლეჯილი”, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: