გიორგი ვოლსკი: უმრავლესობის გახლეჩვა სახელმწიფოს სერიოზულად დაეტყობა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პარლამენტის სესიაზე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირეულ ცვლილებებზე თავისუფალი კენჭისყრა იყოს.

“სხდომაზე საუბარი იყო კვლავ პოზიციებზე. ბევრი საკითხებიდან გამომდინარე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა. ძალიან დიდი ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ გუნდის ერთობა საჭიროა. გუნდის დაშლამ და ხელების გადაგრეხვამ  შეიძლება ცუდი შეგედები გამოიწვიოს. გუნდის ერთობა არ არის მხოლოდ “ქართული ოცნების” თემა, სახელმწიფოს სერიოზულად დაეტყობა გუნდის უმრავლესობის გახლეჩვა და ამ პოზიციის გადაყვანა ისეთ კონფლიქტში, რომელიც ქვეყანას დაეტყობა. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე ელოდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნას, ვოლსკი  პასუხობს, რომ “არა”.

Facebook Comments
%d bloggers like this: