დიმიტრი ხუნდაძე: გაიმარჯვა დემოკრატიამ, თავისუფალი კენჭისყრა იქნება

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.

“ქართული ოცნება” გამოუვალ მდგომარეობაშიც ძებნის გამოსავალს. გაიმარჯვა დემოკრატიამ, იქნება თავისუფალი კენჭისყრა”,-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტისთვის პირველი მოსმენით კენჭი გუშინ უნდა ეყარათ. თუმცა, მას შემდეგ რაც გამოცხადებულ 10 წუთიან შესვენებაზე მან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრა გამართა, პლენარული სხდომის განახლების შემდეგ, როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციონერ დეპუტატებს თხოვნით მიმართა, რომ კენჭისყრა გადაედოთ.

კენჭისყრის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის და ოპოზიციის ფრაქციების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ კენჭისყრის გადადება აუცილებელი იყო, რადგან პროექტის ჩავარდნის რისკი დადგა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: