თავის პირად უიღბლობას, უფულობას, დაუქორწინებლობას, ვალებს ყველა ბიძინას აბრალებს, ვითომ მანამდე ყველაფერი აწყობილი ჰქონდა

საქართველოში ყველა თავის პირად უიღბლობას, უფულობას, დაუქორწინებლობას, პირად ვალებს ( ძვირიან სიამოვნებებში), ბიძინას აბრალებს,-ამის შესახებ ნინო გელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, ასეთი ადამიანების უმეტესობას სამშობლო საერთოდ არ ადარდებს.

„ახლა მოდაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა, ტელევიზიები, პრესა, აგერ სოციალური ქსელი, ვისაც არ ეზარება რეებს არ უწოდებს მას, აფერისტიო, გადამგდებიო, სატანაო, ეშმაკიო, მდაბიორიო, ხიხოო და კიდევ უამრავი რამ. იმსახურებს თუ არა მაინც, ყველა თავის პირად უიღბლობას, უფულობას, დაუქორწინებლობას, პირად ვალებს ( ძვირიან სიამოვნებებში), დადგება და ბიძინას აბრალებს, ვითომ მის გამოჩენამდე ყველაფერი აწყობილი ქონდათ. დარწმუნებული ვარ, აქედან უმეტესს სამშობლო ძალიან კიდია, რადგან თავიანთი ცხვირების იქით ვერაფერს ხედავს.

კარგად იცის ყველამ რასაც აკეთებს ეს კაცი ქვეყნისთვის, საქართველოს ტერიტორიები მას არ დაუკარგავს, აშენებს, აფინანსებს, მერე ჩუქნის ქვეყანას, მაგრამ პირადი ეგო წინ გაქვთ წამოწეული, მე რას მიკეთებსო გაიძახით, საქართველო მარტო მე და შენ არ არის, საქართველო ხალხია და მისი გაკეთებული მე და შენც წაგვადგება და ამ ჩვენს ხალხსაც, მაგრამ დანახვა უნდა. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ბიძინა ივანიშვილის დონის ქველმოქმედი. პირადად მე, ბიძინასგან არც არაფერი მაქვს, რაც მაქვს ჩემი საკუთარია და სახლში მყავს ” ბიძინა” ჩემი ძმის სახით.

P.S და თუ იგი ენდო ვიღაცეებს, ეგეც მისი წესიერების დამახასიათებელია და თუკი ნდობა ვინმემ მოღალატეობაში გაცვალა, ვერასდროს გაიხარებს“,-წერს ნინო გელაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: