თალაკვაძემ თქვა რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები

2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განმარტა, არჩევნების პროპორციული წესით ჩასატარებლად დეპუტატების ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი.

„2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე დღეს შედგა პარლამენტში კენჭისყრა და მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის ბევრმა დეპუტატმა მხარი დავუჭირეთ, ასევე ოპოზიციის წევრებმა მხარი დაუჭირეს, ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ არ არის მიღებული რაც ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით, რაც ნიშნავს პროპორციულ და მაჟორიტარული მექანიზმის გამოყენებას 2020 წლის არჩევნებში. ეს გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა, კენჭისყრის შედეგები არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა თალკვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: