თამარ ჩუგოშვილმა,თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ზაზა ხუციშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები: თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი  და ზაზა ხუციშვილი საპარლამენტო უმრავლესობასა და თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დავტოვოთ, როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის საკითხი არის მძიმე საკითხი, რომელზეც მე და ჩემი კოლეგები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. დღეს იყო უმრავლესობის მძიმე სხდომა, ნებისმიერი შედეგი, როგორიც არ უნდა დამდგარიყო, დასრულდებოდა პარტიის დანაკარგით. შედეგი დადგა ისეთი, როგორიც დადგა. ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიისთვის იყო ცნობილი“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.  101 დეპუტატი მომხრე, 3 კი წინააღმდეგი იყო. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: