მოსკოვში მკვლელობისა და ძალადობისთვის ნასამართლევ პირებს ტაქსის მძღოლობა აეკრძალებათ

მოძალადეებს, მკვლელებს, ტერორისტებსა და სხვა საშიშ დანაშაულისთვის ნასამართლევ პირებს აეკრძალებათ ტაქსის მძღოლებად და ტვირთის გადამზიდავებად მუშაობა. ამის შესახებ Коммерсантъ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ინიციატივა დედაქალაქის მერს, სერგეი სობიანინს ეკუთვნის.

მერის თქმით, არავის უნდა, ასეთი მძღოლის მგზავრი გახდეს. 

იურიდიული პირები და და ინდივიდუალური მეწარმეები ტაქსიზე, ავტობუსზე, ტროლეიბუსსა და ტრამვაიზე სამუშაოდ ვეღარ აიყვანენ პირებს, რომლებიც ადრე იყვნენ გასამართლებული მკვლელობის, სხეულის განზრახ დაზიანების, წამების, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის. (თუ დანაშაული მძიმედ ან განსაკუთრებით მძიმედ არის მიჩნეული) აღნიშნული რეგულაცია არ ვრცელდება პირობით მსჯავრდებულებზე.

კანონის მიღებიდან 120 დღის განმავლობაში პირები, რომელთა შრომითი საქმიანობა დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალებებთან, ვალდებულნი არიან, წარადგინონ ცნობა ნასამართლეობის შესახებ. ამის გარეშე კომპანიას აეკრძალება პირის სატრანსპორტო საშუალებებთან დაშვება.

განმარტებით ცნობაში მოყვანილია ტრანსპორტის დეპარტამენტის 2017 წლის მონაცემები. შემოწმებისას პოლიციამ გამოავლინა 9 მძღოლი, რომლებიც მკვლელობისთვის იყვნენ გასამართლებული, ორი- მძევლების აყვანისთვის, 5-გაუპატიურებისთვის.

ადამიანის უფლებების დამცველი ელენა გრაშჩენკოვა აცხადებს, რომ დამსაქმებელმა ასევე უნდა მოითხოვოს ცნობა ფსიქიატრისგან და შეიქმნას ბაზა იმ ადამიანების, ვისაც აკრძალული ექნება მძღოლად მუშაობა. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: