ოკუპანტებმა ცნობილი ქართველი ექიმი გაიტაცეს

ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 5 დღეა ოკუპანტების ტყვეობაშია, თუმცა ფაქტი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ორთოპედ ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ოჯახთან ბოლო კონტაქტი გატაცებისას ჰქონდა. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სასმახურის (სუსი) ინფორმაციით, უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: