საპარლამენტო უმრავლესობის უმეტესობას პროპორციულზე ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის უმეტესობას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტის კენჭისყრაზე საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერის იმედი აქვს. როგორც “ქართული ოცნების” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ თამარ ხულორდავამ ჟურნალისტებს განუცხადა, არის მოლოდინი, რომ უმრავლესობის ზოგიერთი წევრი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ხმას არ მისცემს.

“იცით, რომ 113 ხმა ისედაც არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. ჩვენ გვაქვს, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი… საპარლამენტო ოპოზიციის  მხარდაჭერითა და ჩვენი გუნდის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, არის მაღალი ალბათობა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება დღეს მივიღოთ”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

“გამბედავი” და “მეამბოხე” მაჟორიტარების არსებობის არ სჯერათ  ოპოზიციის წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს. ოპოზიციის აზრით, თუ ქვეყანა პროპორციულზე არ გადავა,  აქციები გარდაუვალკია.

Facebook Comments
%d bloggers like this: