„ფეხებზე მკიდია თქვენი დემოკრატია თუ ნაცები მოტრიალდნენ“

სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი პარლამენტში პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩავარდნას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„ეს არის ჩემი, როგორც ნაცების და კოლექტიური ბოკერიების დაუძინებელი პოლიტიკური მტერის პოზიცია! – ჩვენ ყველას გვესმის რომ “ოცნების” რეიტინგი დღეს იმაზე გაცილებით დაბალია ვიდრე 2012-ში, ხოლო ალტერნატივა ძლიერი “ანტინაციონალების” ჭრილში არ არის! რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე ნაცების (როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის) მოტრიალების შანსი იზრდება, მაგალითად კოალიციის პირობებში, თუნდაც კოლექტიურ ბოკერიებთან… მაჟორიტარების პირობებში კი უხსენებლების შანსი ძალიან დაბალია. – სულ ფეხებზე მკიდია თქვენი დემოკრატია და მთავარი დაპირება თუ ნაცები მოტრიალდნენ! – ალტერნატიული ვარიანტია 3% ბარიერი ან მაჟორიტარების რაოდენობის განახევრება… ან ორივე ერთად! – არა ნაცებს!!!“ – წერს ლადო სადღობელაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: