“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესები ძალიან ჰგავს პოლიტიკურ მელაკუდობას

“როგორც ხდება, რომ წარადგინეს ინიციატივა და მერე შიგნით არის დისკუსია უნდათ თუ არა ეს,- ასე ეხმაურება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე მოვლენებს.

“ქართული ოცნება” თუ არის ერთი პოლიტიკური გუნდი, დავიჯერო მაჟორიტარ ბერაიას უფრო მეტი წონ აქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს? როგორც ხდება, რომ წარადგინეს ინიციატივა და მერე შიგნით არის დისკუსია უნდათ თუ არა ეს. თუ დისკუსია გინდოდათ რატომ გამოიტანეთ პლენარულზე განსახილველად? თუ არადა, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს პოლიტიკურ მელაკუდობას და ასეთი თამაში პარლამენტთან, საზოგადოებასთან, დაუშვებელია. თუ ჩავარდა ეს კანონპროექტი შემდეგ განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლებას და უშუალოდ “ქართულ ოცნებას”. პროცესი გადავა ქუჩაში”,- განაცხადა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მმაართველ გუნდში აზრი ორად იყოფა, შესაბამისად, როგორც უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა განაცხადეს, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა იქნება.

Facebook Comments
%d bloggers like this: