კრიმინალი

შერიგების სამინისტროს წარმომადგენელი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად აქტიურად ვმუშაობთ

“იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენთვის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ გატაცების შესახებ ცნობილი გახდა, ხელთ არსებული ყველა შესაძლო არხი და საშუალება გავააქტიურეთ”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ზვიადაძის თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად უწყებები აქტიურად მუშაობენ, მათ შორის სახელმწიფო მინისტრმა მისი გატაცების დღესვე ჩააყენა საქმის კურსში ეუთოს წარმომადგენლები საქართველოში.

“დღეს მას შეხვედრა აქვს ეუთოს უმაღლეს კომისართან ადამიანის უფლებების საკითხებში და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს მიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღის განმავლობაში რამდენჯერმე ააქტიურებს ცხელ ხაზს. კომუნიკაცია გვაქვს ოჯახთანაც. ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად იქნას გადმოყვანილი”, – განაცხადა ზვიად ზვიადაძემ

Facebook Comments