ადამ კიზინგერი: ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

მისი თქმით, ამ მნიშვნელოვანი კანონპროექტის ჩაგდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ცუდ შედეგს მოიტანს. 

“შოკირებული და იმედგაცრუებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ. საქართველო რუსეთი არ არის და ქართველი ხალხი იმსახურებს იმაზე უკეთესს, ვიდრე დღეს მისმა პარალმენტმა აჩვენა. ამ მნიშვნელოვანი რეფორმის წარუმატებლობა გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად”,- წერს ადამ კიზინგერი. 

ადამ კიზინგერი იმედოვნებს, რომ შექმნილი სიტუაცია მალე გამოსწორდება.

“ეს ვალდებულება აღებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის და, რაც მთავარია, ქართველი ხალხის წინაშე. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს – და ძალიან მალე გამოსწორდება”,-აღნიშნავს ადამ კიზინგერი.

Facebook Comments
%d bloggers like this: