აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა. დაკავებულებს შორის “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის შესასვლელი გადაკეტეს და მთავრობის წევრებს შენობაში არ უშვებდნენ. პოლიციამ მათ მოუწოდა გაეთავისუფლებინათ დაკავებული ტერიტორია და ისე გაეგრძელებინათ საპროტესტო აქცია. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, პოლიციამ აქციის მონაწილეები შენობის შესასვლელიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით  4 პირია დაკავებული. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს.

ამ დროისთვის აჭარის მთავრობის შენობასთან სამართალდამცველები არიან განლაგებული. 

აქციას რამდენიმე არასამათავრობო ორგანიზაცია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. აქტივისტები პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: