ბულგარეთის პრემიერმინისტრის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

სამთავრობო თვითმფრინავი „ფალკონი“, რომელშიც ბულგარეთის პრემიერმინისტრი, ბოიკო ბორისოვი იმყოფებოდა, სოფიის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიზეზი ნავიგაციის სისტემის გაუმართაობა გახდა. დაშვებისას თვითმფრინავის ნავიგაციის სისტემა სრულად გაითიშა და პილოტმა „ფალკონი“ დასაფრენ ბილიკზე ხელის რეჟიმით დასვა. 

თვითმფრინავის დაშვებისას არავინ დაშავებულა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: