კრიმინალი

გლდანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოების დროს ბუნებრივი აირი აფეთქდა

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ბუნებრივი აირი აფეთქდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია გაზის საავარიო სამსახურიც“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


Facebook Comments