დევიდ კრამერი: საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” ეკისრება

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე პასუხისმგეგბლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

მისი განცხადებით, არ შეიძლება ამ პროცესში ოპოზიციის დადანაშაულება. 

“პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის ეკისრება „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რადგან ცვლილებებს მათ არ დაუჭირეს მხარი, როგორც ბლოკმა. არ შეიძლება, დღევანდელ შედეგში ოპოზიცია დაადანაშაულონ“,– განაცხადა დევიდ კრამერმა. 

დევიდ კრამერი მოუწოდებს მხარეებს, შეიკრიბონ და კიდევ ერთხელ უყარონ კენჭი ცვლილებებს.

„სხვაგვარად, პროტესტი გაგრძელება და შესაძლო შეტაკებისა და ძალადობის რისკიც გაიზრდება. ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს პროტესტის ლეგიტიმური მიზეზი და „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ“, – განმარტავს დევიდ კრამერი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: