ხელოვნება და კულტურა

დიმიტრი ცინცაძეს ჰოლივუდში საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს

ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ფილმისთვის „შინდისი“ გადასცეს. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

კინოფესტივალზე ძირითადად ის ფილმებია წარდგენილი, რომლებიც ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებისთვის იბრძვიან.

ფილმი ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია.  ამჟამად „შინდისი“, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი, ლოს-ანჯელესში ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაშია ჩართული.

„შინდისი” 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან, რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ისტორიას ასახავს  და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარდგენა.

Facebook Comments