ბიზნესი

ერთ დღესაც მოვიდა მუზა, მეორე დღეს – იდეა, მესამე დღეს კი დაიწყო ელფური შრომა

ერთ დღესაც მოვიდა მუზა, მეორე დღეს იდეა და მესამე დღეს დაიწყო ელფური შრომა,-ამის შესახებ kompania „მაკნატუნას“ დამაარსებელი „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას ამბობს.

კომპანია ორმა მეგობარმა დააარსა, მათი თქმით, ადრე უბრალოდ, განტვირთვისა და სიამოვნების მისაღებად ქმნიდნენ ბურთულებს და სხვა ხელნაკეთ ნივთებს: ფიგურებს მავთულისგან, ზღაპრის სახლუნებს, ასევე ჩარჩოებს გამომშრალი ჩაითა და გამხმარი ყვავილებით და ა.შ.

„ვამზადებდით მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის. შემდეგ, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დადებით შეფასებებს ვიღებდით, გადავწყვიტეთ, ბედი ბიზნესშიც გვეცადა. მოკლედ, არტ-თერაპიის ამბებია“,-აცხადებს „მაკნატუნას“ დამაარსებელი.

ამჟამად „მაკნატუნა“ ახალი წლის დღესასწაულის გასაფერადებლად, მომხმარებელს ნაძვის ხის მოსართავ, ხელნაკეთ  ბურთულებს სთავაზობს.

კომპანიის დამფუძნებლების თქმით, უკვე აქვთ რამდენიმე კორპორატიული შეკვეთა. მსურველებს ულამაზესი ბურთულების შეძენა ონლაინ შეუძლიათ, ამისთვის „მაკნატუნას“ ფეისბუქგვერდს უნდა დაუკავშირდნენ. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni