პოლიტიკა

ეს გაერთიანება იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან არა ღირებულებები, არამედ ძალაუფლებაში ყოფნის სურვილი ყოფილა მთავარი

გუშინდელი გაერთიანება იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთან არა ღირებულებები, არამედ ძალაუფლების სურვილია მთავარი განმსაზღვრელი,- ამის შესახებ ბლოგერი გური სულთანიშვილი საუბრობს. 

მისივე თქმით, ებრაელი და ნაცისტი, ტრამპისტი და ჰილარისტი, სელტიკის და რეინჯერსის ფანები ასეთი წყვილები უფრო მარტივად წარმოსადგენი იყო, ვიდრე ის ერთობა, რაც გუშინ ვნახეთ.

„ეს არ ახალია. ადამიანები, რომლებიც გუშინ ვნახეთ, 90-იანი წლებიდან ხან გამსახურდიასთან იყვნენ, მერე მიშასთან, შევარდნაძესთან, მერე მიშას წინააღმდეგ, ბოლოს კი, ყველა გზამ ისევ მიშასთან მიიყვანა. ასეთი მყიფე, ტრაგიკული და ცინიკურია ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. მაგრამ ყოველთვის იყო რაღაც კრიტიკული ზღვარი, რასაც ისინი არ ცდებოდნენ. მათივე უპრინციპობისთვისაც კი უცნაურია ის ერთობა, რაც გუშინ დაიდო“,-ამბობს გური სულთანიშვილი. 

მისივე თქმით, ეს გაერთიანება საკმაოდ მყიფე იქნება და ისინი ერთმანეთს მალევე „დაჭამენ“.

„თან ეს დაჭმა მარტივი, მერკანტილური ინტერესებით იქნება ნაკარნახევი, მათი ერთად დგომა იმის მანიშნებელია, რომ რისთვისაც იბრძოდნენ, არც არასდროს ყოფილა რეალური, ჭეშმარიტი ბრძოლა. არც არასდროს ყოფილან რეალური ანტიმიშისტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გაერთიანდებოდნენ. მათი ერთად დგომა ასევე გვაჩვენებს, რომ ე.წ. პრორუსულობა და პროდასავლურობა, ეს ყველაფერი ფარსი ყოფილა. არადა ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს ეს იყო წითელი ხაზი. თურმე ამაზე ძვირფასი ძალაუფლებაში ყოფნის წყურვილი ყოფილა. ეს ერთად დგომა ასევე იმას აჩვენებს, რომ პროპორციული არჩევნები ხალხზე მეტად ელიტას ადარდებს“,-აცხადებს გური სულთანიშვილი. 

Facebook Comments