ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ფრაქცია “კონსერვატორების” თავმჯდომარემ ზვიად ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

“მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვების შესახებ. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვილებების ჩავარდნამ განაპირობა. იმედი გვქონდა, რომ აუტანელი პოლიტიკური ვითარება შეიცვლებოდა და მოხდებოდა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის შესაძლებლობის მიცემა. ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა. იმათ გასაგონად, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ, ბოდიში ყველასთან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინეს. ჩვენ არასდროს გუნდისთვის არ გვიღალატია. არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადადც იღებენ პოლიტიკურად და მორალურად გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს”,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა გუშინ 9 დეპუტატმა დატოვა.

Facebook Comments
%d bloggers like this: