ნუ ნერვიულობთ ნინო, ხალხის სახელით ნუ საუბრობთ, ნაცმოძრაობის სახელით ისაუბრეთ

ტვ-პირველის ეთერში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ირაკლი კობახიძესა და ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს შორის. კობახიძემ ნინო ჟიჟილაშვილის კითხვებს პროვოკაციული უწოდა, რამაც ჟურნალისტის გაღიზიანება გამოიწვია და რესპოდენტს საუბრის საშუალებას აღარ აძლევდა. 

კობახიძემ ჟურნალისტს სიმშვიდისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ ასე ეთერის წარმართვა არ შეიძლება. 

„ნინო, ძალიან ნერვიულობთ, თქვენ ასე არ ეჭრებოდით საუბარში დავით ბერძენიშვილს, რომელიც პატრიარქს აგინებდა. გარეთ სულ ორი ძალა დგას, ეს არის „ნაცმოძრაობა“ თავისი განშტოებებით და პრორუსული ძალა. მადლობა მათ ამ ლუსტრაციისთვის. ნინო თქვენი ნერვიულობით ნაცმოძრაობა არჩევნებს ვერ მოიგებს. ყოველი მეორე ამომრჩეველი ქართულ ოცნებას აძლევს ხმას და ამ რიცხვის გაზრდას ვაპირებთ“. 

„რას ქვია ნუ ნერვიულობთ, მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ“,-განუცხადა ჟურნალისტმა დეპუტატს.  

Facebook Comments
%d bloggers like this: