რა საიდუმლოს მალავს ეშერის ლაბორატორია და რატომ არ უნდა რუსეთს ანაკლიის პორტის აშენება?

„პროგრესნიუსს“ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, ვაჟა კაკაბაძე ესაუბრა:

– დავიწყებ იმით, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს პროექტი გაზრდის მსოფლიო ინტერესს საქართველოს მიმართ, რამეთუ მომგებიანი იქნება დასავლეთის ქვეყნებისთვის როგორც  ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით და ფარდას ახდის რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიებს, რომლებიც შექმნილი აქვს ყირიმსა და სოხუმში. როგორც იცით ანაკლიის პორტით დაინტერესდა იაპონიაც, რაც ძალიან კარგია.
_ რუსეთის რომელ საიდუმლო ლაბორატორიებს გულისხმობთ და რა კავშირშია ანაკლიისპორტი ამ თემასთან?

ცოტა შორიდან დავიწყებ.. 1972 წელს საქართველოში უცნაური რამ მოხდა – ეშერას ლაბორატორიაში ჩაუშვეს კომისია, რომელშიც მეცნიერებიც იმყოფებოდნენ. ცნობილია ამ მეცნიერების ვინაობაც: ჯუმბერ ლომინაძე, ვახტანგ აბაშიძე. გერმანე გობეჯიშვილი. მიწისქვეშ რაც ნახეს მეცნიერებმა,ეს ნამდვილი შოკი იყო. გერმანე გობეჯაშვილი უცნაური დაავადებით დაავადდა და მალე გარდაიცვალა, ვახტანგ აბაშიძე კი სიმსივნით დაავადდა. უვნებელი მხოლოდ ჯუმბერ ლომინაძე გადარჩა და თავადაც უკვირდა ეს ამბავი. როგორც ჯუმერ ლომინაძე პირად საუბრებში აღნიშნავდა, საქართველოს ქვეშ არის გიგანტური ლაბორატორია, სადაც რამდენიმე ათწლეული წლის გენეტიკური ექსპერიმენტები ტარდებოდა, ამჟამად კი დაკონსერვებული და წყლით ამოვსებულია. ამ ლაბორატორიაში რამდენიმე ჩასასვლელი ყოფილა, რომელთა შესახებ ყველას სმენია, მაგრამ ადამიანებს იმდენად აქვთ გონება დახშული, რომ მსგავსი საკითხები სასაცილოდ არ ჰყოფნით. როგორ დაიწყო ყველაფერი? 1965 წელს მოსკოვმა დაიწყო გეოლოგიური დაზვერვითი სამუშაოები,კავკასიაში ნავთობის აღმოსაჩენად. საქართველოში, ხარაგაულის მიდამოებში ბურღვით სამუშაოების დროს ბურღი სიცარიელეში ჩავარდა. ჩაუშვეს სპეციალური აპარატი და იქ წყალი აღმოჩნდა. ბურღი სხვა ადგილას გადაიტანეს და იქაც იგივე განმეორდა – ყველგან წყალი და სიცარიელე იყო. როცა ამის შესახებ ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლებმა გაიგეს, მეცნიერებს ანახეს გამოქვაბულები, საიდანაც მიწის ქვეშ გვირაბები ჩადიოდა. გვირაბებში რამდენიმე მკვლევარი ჩავიდა და სენსაციური ამბავი ამოიტანა – მიწის ქვეშ აშკარად ხელოვნური ზემოქმედების კვალი ჩანდა.
_ კონკრეტულად, რა ნახეს?
_ როგორც ისინი ამბობდნენ, მიწის ქვეშ ნახეს განტური ბლოკებით ამოყვანილი შახტები, რომლებიც სიღრმეში მიემართება. აღმოჩენის შემდეგ სასწრაფოდ დააკონსერვეს სამუშაოები და იქავრობა აკრძალულ ზონად გამოცხადდა. რამდენიმე წლის შემდეგ მოსკოველმა მკვლევარებმა დაადგინეს რომ საქართველოს ქვეშ არის გიგანტური სიცარიელე, რომელიც წყლითაა ამოვსებული და ყველა ჩასასვლელი დალუქულია. ჩასასვლელი კი რამდენიმე ადგილასაა: ეშერა, მარტვილის მიმდებარე კლდეები, ხომლის მთა, ხარაგაულის ნაკრძალი, სოფელ ღები, აგრეთვე იალბუზის მთა, კონკრეტულად, ხეობა რომელსაც ჰქვია ბაქსანი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საზღვარგარეთ უამრავი საიდუმლო მასალა იქნა გაიყიდა. ერთ-ერთი მედია საშუალებებში მოხვდა და “დისქავერის” დაინტერესება გამოიწვია, რომელმაც საქართველოში არსებული საიდუმლო ადგილების გადაღება გადაწყვიტა.
_ რა გადაიღო „დისქავერმა“ და სად შეიძლება ფილმის ნახვა?
_ საქმე ის გახლავთ, რომ  გადამღები ჯგუფის უფროსმა რაღაც უცნაურობა აღმოაჩინა მთაში, მაგრამ ამ საკითხზე რატომღაც ხმას არ იღებს. არც ის ფილმი გამოსულა, რაც გადიღეს. მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, ფილმი შეიძლება ძალიან დიდი სკანდალის გამომწვევი გახდეს. რა სახის სკანდალზეა საუბარი უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არის ძალიან დიდი საიდუმლო, რომელმაც შეიძლება მსოფლიოს წარმოდგენები ბევრ რამეზე შეცვალოს. ვინ  ახდის ამ საიდუმლოს ფარდას, უცნობია. მე, ამაზე არაერთხელ დავწერე და ფაქტიურად, ფარდაც ავხადე, მაგრამ საჭიროა , რომ ახლა მთავრობამ  დასვას ეს საკითხი საერთაშორისო დონეზე.
_ დიახ, მკითხველს ახსოვს თქვენი სტატია შავი ზღვის აფეთქების შესახებ.
– ამ სტატიამ დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს რუსეთში გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელშიც რუსეთის სამეცნიერო კვლევითი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი გენადი ბურგინი ადასტურებს, რომ შავ ზღვას არ გააჩნია მყარი ფსკერი და მის ფსკერზე დაგროვილია დიდი რაოდენობით გოგირდწყალბადი, რომელიც შესაძლებელია აფეთქდეს ან ცეცხლი წაეკიდოს. ორივე შემთხვევა სავალალოა ადამინებისათვის, რამეთუ პირველ შემთხვევაში შეიძლება მსოფლიო მაშტაბის კატასტროფა გამოიწვიოს, ხოლო მეორე შემთხვევაში ანუ ცეცხლის წაკიდების შემთხვევაში, მჟავას წვიმა წამოვიდეს, იგივე მეცნიერს მოჰყავს მაგალითი (ცეცხლის წაკიდების შემთხვევა), რომელიც 1970 წელს მოხდა ყირიმში.
_ ყირიმში გასაიდუმლოებულ ლაბორატორიების შესახებ რას გვეტყვით?
_ იმეზე მეტს ვერაფერს რასაც დოკუმენტურ ფილმში ამბობს რუსეთის შავი ზღვის საზღვაო ფლოტის პოლკოვნიკი ვალერი ივანოვი. პოლკოვნიკი პირდაპირ ამბობს, რომ ყირიმის წყალქვეშა სამხედრო ბაზაზე მზადდება ატომური ყუმბარები, ატომური წუალქვეშა გემები და სხვა თანამედროვე იარაღი.
_ ბატონო ვაჟა,  ამ ფილმში გოგირდწყალბადის საწვავად გამოყენების შესაძლებლობაზეც არის საუბარი. ეს რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ?
1997 წელს ამ პროექტზე მუშაობდნენ ქართველი მეცნიერები, მაგრამ აუკრძალეს, ყველა დოკუმენტი გააქრეს, მე მგონი მეცნიერებიც, რამეთუ მათი გვარები ცნობილი არ არის. 90 წლებში მე, შევეცადე ამ აზრის ისევ წამოწევა, მაგრამ ისეთი დრო იყო, რომ ამისათვის არავის ეცალა, შარშან თქვენთან ინტერვიუში ამ საკითხს ირიბად შევეხე, ახლაც ვაყენებ ამ საკითხს „პროგრესნიუსის“საშუალებით. დიახ, ეს პროექტი მომგებიანია. შესაძლებელია წყალზე განთავსდეს მოტივტივე პლატფორმები, რომლის დახმარებითაც სესაძლებელია ამ აირის ამოქაჩვა და მთელი შავი ზღვის სანაპირო ქალაქების გათბობით უზრუნველყოფა, ამჟამად ეს მართლაც შესაძლებელია, რამეთუ ამ სფეროში ძალიან განვითარდა ტექნოლოგიები. ეს შავი ზღვისთვისაც კარგია, ვინაიდან განთავისუფლდება ჭარბი აირისაგან.

წყარო:„პროგრესნიუსი“

Facebook Comments
%d bloggers like this: