Uncategorized

რუსთაველზე კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალო კარავი დაიდგმება

გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა, რომელიც აცხადებს, რომ რუსთაველზე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, სოაციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. გასტროენტეროლოგი აღნიშნავს, რომ პაციენტებს რუსთაველზე, აქციაზე მიიღებს.

“მოკლედ, ბოდიში ჩემს პაციენტებს, რომლებსაც გუშინ ვიზიტი გავუუქმე და დანარჩენებს გადავუდე. მაწუხებს ეს ამბავი და ერთი იდეა ამეკვიატა რომელსაც გავაკეთებ დღეს და თუ კოლეგები ამყვებით გზადაგზა, უმშვენიერესი იქნება.
ვაპირებ გასტროენტეროლოგის კარვის დადგმას რუსთაველზე. ცხადია 24 საათი კარავში ვერ ვიჯდები იმიტომ, რომ აქციის ორგანიზატორიც ვარ, მაგრამ ზედ დავაკრავ როდის იქნება მიღების საათები და მივიღებ ყველა პაციენტს, რომელსაც ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს.
კონსულტაციის საფასურია სოლიდარობა!
პ.ს. მართლა ჩვეულებრივი კონსულტაცია მექნება, ოღონდ არაჩვეულებრივ პირობებში, ბლანკებიც კი მომაქვს, რომ მცირე ჩანაწერებიც გავუკეთო პაციენტებს. ნუ, ფორმა-100-ებს ნუ მომთხოვთ ერთი.
საქმე საქმეში! ყველა რუსთაველზე!”,-წერს გასტროენტეროლოგი.

Facebook Comments