„ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი დაინიშნა

„ქართული ოცნების“ ოფისში 15:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება. მედიის წინაშე განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გააკეთებს. თემა უცნობია. არჩილ თალაკვაძის ბრიფინგს წინ უძღოდა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრა. დიპლომატი ასევე შეხვდა მმართველი პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს. 

„ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრები გრძელდება. პარტიის ცენტრალურ ოფისში იმყოფება ბიძინა ივანიშვილი.  

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ზვიად ძიძიგურმაც დატოვა. მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობიდან „კონსერვატორთა“ ფრაქციის კიდევ ორი წევრი – ნინო გოგუაძე და გიგა ბუკია წავიდნენ. რაც შეეხება ფრაქციის დანარჩენ წევრებს – მუხრან ვახტანგაძეს, რუსლან გაჯიევსა და პაატა კვიჟინაძეს, მათი პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია.

მმართველი გუნდი გიორგი ბეგაძემაც დატოვა. ის მე-9 დეპუტატია, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობიდან 14 ნოემბერს წავიდა. 

Facebook Comments
%d bloggers like this: