14 მიზეზი, რისთვისაც ფოთის ყოფილი მერი რამდენიმე წლის წინ უნდა დაეკავებინათ

“ყველაფერი დალაგდა:
ანგარებისა და მისთვის ხელსაყრელი კორუფციული გარემოს შესაქმნელად :
*გვებრძოდა ოცნების პიონერებს და ცილისმწამებლური ინფორმაციებით კვებავდა ცენტრალურ ოფისს, მედიასა და საკუთარ გარემოცვას
* 8 წლის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში, ყველა მიმართულებით ცდილობდა პირადად ჩემს, როგორც ოცნების ფოთის ოფისის დამფუძნებლის დისკრედიტაციას
* დაშალა პირვანდელი ორგანიზაცია და უფლებები აჰყარა ოცნების პიონერებს და დამფუძნებლებს ფოთში
* დაუმსახურებელი ძალაუფლებით გულმოცემული არაკანონიერი ქმედებებით ახერხებდა, პრობლემები ფოთში ჩემი ნებისმიერი ჩასვლის მუდმივი თანამდევი ყოფილიყო და სამუდამოდ დაეკეტა ჩემთვის ქალაქის კარი
* დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერების საშუალებით ჭორებს ატირაჟებდა
* ხვდებოდა, ან ნდობაში შესულ პირებს უგზავნიდა იმ თანამდებობის პირებს და ბიზნესმენებს დედაქალაქში, რომელთა გვერდით ვმუშაობდი, რათა ჩირქი მოეცხო და ხელი შეეშალა ჩემი საქმიანობისთვის .
*ებრძოდა ჩემი შვილის კარიერულ წინსვლას დედაქალაქში იგივე საშუალებებით …
* გვიგზავნიდა შანტაჟისტებს და ენის მიმტანებს.
* პარტიის და ბიუჯეტის თანხებს უხდიდა ტროლინგ ჯგუფს, რომელიც ქართული ოცნების ახალგაზრდულის ბაზაზე შექმნა და რომლის დანიშნულება იმ ადამიანთა დისკრედიტაცია გახლდათ, რომლებიც კაკულიას მაქინაციებისთვის ფოთში პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდნენ.
* საარჩევნო პროცესის დასრულებამდე მომიგზავნა პოტენციური მკვლელი სწორედ ამ ტროლინგ ჯგუფიდან და წინასწარი მუქარის საფუძველზე ჩემზე მანქანის დაჯახების პროვოცირება მოახდინა, ამ თავდასხმას შედეგად ჩემი სხეულის დაზიანება მოჰყვა .
* პოლიტიკურად ანგაჟირებულ გურამ ბერბიჭაშვილთან ერთობლივად ცრუ ინფორმაციებით კვებავდა ფოთის ეპარქიის მრევლს და ამუშავებდა ჩემს წინასაარჩევნო შეხვედრებზე პროვოკატორებად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში.
* ფოთში კაკულიას დავალებით ისმინებოდა ჩემი ოჯახის ყელა წევრის ტელეფონი და ინფორმაციები მიდიოდა მასთან, რათა “ქართულ ოცნებაში” ჩემი უფლებების აღდგენა საფუძველშივე ჩაეკლა.
* მიქსევდა საკუთარ და ცოლის ნათესავებს, რომელთაც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში ასაქმებდა დაუმსახურებლად, ნეპოტიზმით და ყველა ერთად, არაჯანსაღი დაინტერესების საფუძველზე, იყვნენ ჩემი ოჯახის წევრების უფლებების შელახვისა და ცილისწამების ავტორები.
* ერეოდა ჩემს საქმიან ურთიერთობებში და ებრძოდა ჩემს ბიზნესს როგორც ფოთში, ისე თბილისში – ყველა ამ საშუალებით – არადა ეს საშუალებები გაუჩნდა ქართული ოცნების მიერ მინიჭებული ძალაუფლებით გულმოცემულს თანამდებობრივი კორუფციის წყალობით.
კაკულიას ოცნების ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეობისა და მერობის პერიოდი ფოთში ჩემი ოჯახის წევრების მიმართ დევნის, უმუშევრობისა და ათასნაირი პრობლემების პერიოდად იქცა სწორედ ამ უღირსი კაცის ავტორობით.
შეგახსნებთ, რომ კაკულია ყაზახეთიდან 2013 წელ დაბრუნდა და მას ოცნების გამარჯვებისთვის არანაირი რისკი არ გაუწევია და რეჟიმთან ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია.
ამ და კიდევ უამრავი სხვა დანაშაულის პასუხისმგებლობას იზიარებს ყველა ფოთელი, ვინც თანამდებობის გავლენებში მოექცა, გაუაზრებლად ან შეგნებულად აყვა ამ პროვოკაციებს და ქალაქის ინტერესებისა და სამართლიანობის დაცვის სანაცვლოდ, ერთი ანგარებიანი და არაკომპეტენტური კაცის სკამის დამცველად იქცა.
ამ ყველაფერზე ჩემი განცხადებები დევს როგორც სუს ში, ასე საქართველოს პოკურატურაში. სამართლიანობისთვის ბრძოლას ბოლომდე მივყვები და ყველა არაკანონიერი ქმედება, ფოთში მაღალი თუ დაბალი რანგის შემსრულებლების მხრიდან ქართული ოცნებაზე და მის მაშინდელ ხელმძღვანელზე, ირაკლი კაკულიაზე ამოფარებით ჩადენილი, აუცილებლად გამოვლინდება და დაისჯება.
P.S. ვინც დღემდე არ იცით და ფეისბუქტროლინგით ხართ დაკავებულები, პრევენციის მიზნით შეგახსენებთ, თქვენი ყველა სტატუსი, კომენტარი თუ ყალბი პროფილი საგამოძიებო უწყებების მიერ ერთ წუთში აღდგება, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს მათი წაშლიდან.
ყველას გისურვებთ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონირების უნარსა და ფორმატს” – ასე გამოეხმაურა ფოთის ყოფილი მერის დაკავებას ჟურნალისტი ლელა ებრლიძე,
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი  დამფუძნებელი და ფოთის ოფისის ხელმძღვანელი 2011 – 2012 წლებში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: