გამოვიარე აქციაზე და ისეთი საზოგადოება დგას, შანსი არაა ცვლილებების, თავსაც იტყუებთ და სხვებსაც ატყუებთ

საზოგადოებრივი აქტივისტი, პროგრამისტი ლუკა ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ფეიქრიშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქტივობებს პესიმისტურად უყურებს და წერს:

„ვუყურებ ამ აქციას და გულწრფელად მეცოდება ხალხი,
რა მობილიზაცია,
როდესაც მობილიზაციის გარეშე გამოვარდება გარეთ საზოგადოება,თავისი ნებით და სურვილით აი მერე მართლა დაენძრევა ძალიან ბევრს,
დღეს ელიავაზე ვიყავი,რაღაცას ვაკეთებინებდი მანქანაზე და იცით იქ რახდებოდა?
ხომ არის ბოქსები? ყველა ბოქსში, ყველა ხელოსანი,
ეს ახალგაზრდა ბიჭები და არა მარტო,
კვდებიან პლანის წევით და წამლის ჩალიჩით,
ყოველ ფეხის ნაბიჯზე იმდენ უსამართლობას ვაწყდები,
გინდა თუ არგინდა ომი და ბრძოლა გიწევს თავის გასატანად,
ამაზე ნაბიჭვარი ერი მსოფლიოში მეორე არაა და პრობლემა ბიძინა ივანიშვილში საერთოდ არ არის,
პრობლემააა უმრავლესობაში,
იდექით და იყვირეთ ჯოს,ჯოს და ჯოს,
მოვა 2020 იც, რაღა დარჩა და როცა თქვენსას იბაზრებთ არჩევნების მერე იქ ჩემიც გაიხსენეთ,
სულ ერთი და იგივე სახეებია ყველგან,
წეღან გამოვიარე აქციაზე და ისეთი საზოგადოება დგას მანდ უბრალოდ შანსი არაა ცვლილებების,
თავსაც იტყუებთ და სხვებსაც ატყუებთ,
გინდ შოკოლადები დაარიგეთ, გინდ თბილი ტანსაცმელი და გინდაც საჭმელი, ეს ყველაფერი ძველი სკოლაა და რამდენჯერ უნდა მოიტეხოთ კისერი, რომ ოდესმე შეიგნოთ და მიხვდეთ,
მეცოდებით, ჩემი თავიც მეცოდება და თქვენც მეცოდებით.

ჩემი მშობლები იყვნენ სხვათაშორის გუშინ მანდ, უბრალოდ რეალისტი ვარ და არავისგან არ ვიმართები როგორც მანდ მდგომი ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომ დაუძახებენ იყეფეო და ყეფენ, მე ვერავინ მეძახის და ვერც დავალებებს ვერ მაძევს, არც ფულს მიხდის ვინმე რამის გაკეთებაში და თუკი რამე გამიკეთებია ჩემი ხედვით და იდეოლოგიით გამიკეთებია ესაა განსხვავება ჩემსა და მათ შორის თორემ მიზანი ერთია“.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: