ირაკლი ჟვანია: მე ქუჩაში აღარ გავალ, აქციით აშენებული ქვეყანა მე აქ არ მინახავს

ერთში დავრწმუნდი ნამდვილად – ქუჩაში ყვირილში ძალა და სიმართლე არაა, თორემ რაც ჩვენ ვიყვირეთ 30 წლის მანძილზე, აქამდე შვეიცარია უნდა ვიყოთ მაშინ…,-ამის შესახებ არქიტექტორი ირაკლი ჟვანია ირმა ინაშვილის მოწოდების პასუხად, სოციალურ ქსელში წერს.

„ირმა, რას ემსახურება ეს აქცია, მე მჭირდება გარკვევა ისევე, როგორც ბევრ სხვას… 30 წელიწადია რუსთაველზე აქციებია, ხან რატომ და ხან რისთვის… 30 წელიწადია რუსთაველზე ქუჩაში ვარკვევთ ვინაა მტყუანი და მართალი. და რა მივიღეთ, არაფერი. იგივე, შეურაცხყოფილი ხალხი და გაქსუებული მთავრობა, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ხარჯზე. ოკ, შეიკრიბა ასი ათასი კაცი, და რა მერე? შეეშინდება ქართულ ოცნებას და მიიღებს პროპორციულს? ისედაც მიიღებს, და აი რატომ: თუ არ მიიღებს საკუთარ მხარდამჭერებსაც დაკარგავს საბოლოოდ და მაინც წააგებს მომავალ წელს, ასე მგონია.

ყელში ამოვიდა ამათი ყურება უკვე, მაგრამ ქუჩაში მე აღარ გავალ. … კიდევ ვიმეორებ, აქციით აშენებული ქვეყანა მე აქ არ მინახავს, მოყოლებული 89 წლიდან, დაძაბულობის მეტი პრაქტიკულად არაფერი მოუტანია, შეიძლება ვცდები, მაგრამ რაღაცა ვერ ვატყობ ამ ქვეყანას ნაბობოქრალი აქციების შედეგად ვერც დემოკრატიას და ვერც სახელმწიფოებრივ წინსვლას… პლიუს ამას, დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერი აქციები კარგ ფონს უქმნის ნაც-ბანდას და მათ ლიდერს რომ რაიმეთი გადაიყვანონ საკითხი კრიმინალში, მაგის სპეცები არიან. ოცნება მტყუანია, ნამდვილად. ამათი მოსვლის შემდეგ დამეწყო ისეთი პრობლემები, დღემდე ვერ გავსწორდი წელში. მაგრამ სახ. საკითხების ქუჩაში გადატანა არ მგონია სწორი, მე ასე ვფიქრობ. სულ ესაა“,-წერს ირაკლი ჟვანია.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა 17 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე აცია დააანონსა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: