„ლელო“ უერთდება რუსთაველზე საპროტესტო აქციას

მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი. ის ახლა ცდილობს მიიტაცოს არა მხოლოდ ქვეყანა , არამედ ამ ქვეყნის თითოეული ადამიანი, მათი ხმა, ნება და თავისუფლება!,-ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამაუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, „ლელო“ ძალადობასა და რევოლუციას არ ემხრობა, თუმცა მომხრეებს ხვალ რუსთაველზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

“ლელო” უერთდება საერთო სახალხო პროტესტს და მოგიწოდებთ ყველას! შევიკრიბოთ ხვალ, 3 საათზე, ოპერის თეატრთან, რათა ერთად შევუერთდეთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე.
ჩვენ არ ვემხრობით ძალადობასა და რევოლუციას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით. რომელიც უნდა გაიმართოს პროპორციული წესით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში იმ ადამიანების სახელით, რომელთაც საკუთარი სისხხლით მოიპოვეს 20 ივნისის მთავარი მონაპოვარი – სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარება!
#ლელოერთობაშია“,-წერს ხაზარაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: