პატარა ანიტას თქვენი დახმარება სჭირდება

„პატარა ანიტას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში, უნდა ჩაიდგას აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ, სანამ შევძლებთ გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა და დონორის პოვნას“, – ამის შესახებ ინფორმაციას ანიტას ოჯახი ავრცელებს.

„შესაბამისად, დიდ თანხაზეა საუბარი (ზუსტად რა თანხაა, არ ვიცით. კალკულაცია უნდა მოხდეს და როგორც კი გვეცოდინება ზუსტი თანხა, ინვოისს ავტვირთავთ). სანამ ზუსტ კალულაციას გამოგვიგზავნიან, უკვე ვიწყებთ თანხის შეგროვებას, რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და არც ერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება!!!! ვისაც რისი საშუალება გვაქვს, დავეხმაროთ.

ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს არ უკეთებენ!!! გაუკეთეს მხოლოდ გადასხმა!

ბავშვის გადმოფრენა სხვა არც ერთ ქვეყანაში არაა შესაძლებელი.

თითოეული თქვენგანის დახმარება და ჩარიცხული ძალიან მიზერული თანხაც კი ხსნა იქნება 2 წლის ანიტასთვის. მეგობრებო, თქვენი დახმარების იმედი გვაქვს, ერთად ყველაფერი გამოგვივა!

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE28BG0000000100761966 

მიმღები – ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია)

 „თიბისი ბანკის“ ანგარიში: GE38TB7855945064300017“, – ნათქვამია ანიტას ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: