კრიმინალი

ქარელში 12 წლის მოზარდმა სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო

ქარელის მუნუციპალიტეტის სოფელ ყინწვისში 12 წლის ბიჭი ოჯახის წევრებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილის ოჯახი სავარაუდო მიზეზებზე არ საუბრობს.

როგორც შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Facebook Comments