“ქართული ოცნების” ოფისთან დაპირისპირება მოხდა

უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ “ევროპული საქართველოს” წევრები და მოძრაობა “სირცხვილიას” წარმომადგენლები . ისინი სასტვენებით, მეგაფონებითა და საყვირებით აპროტესტებენ პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნას.

ლერი ხაბელოვის მისვლის შემდეგ აქციის მონაწილეებსა და დეპუტატს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რომელიც რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის ჩარევით განიმუხტა.

ამჟამად აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლისას მმართველი ძალის დეპუტატების მიმართ სკანდირებენ – “მონებო”.

Facebook Comments
%d bloggers like this: