ჯარს გამოიყვანენ? ბოლომდე შევასკდებით

ჯარს გამოიყვანენ?! ბოლომდე შევასკდებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, საპროტეტო აქციაზე განუცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნიან.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, არანაირი პრეტენზია არ მაქვს ცალკეული პოლიცილების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს მათ არჩევანი არ აქვთ. „ქართული ოცნება“ აიძულებს, რომ მათ ემსახუროს და არა ქვეყანას. „ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურად შევუქმნით დისკომფორტს.ჯარს გამოიყვანენ?! ბოლომდე შევასკდებით. ქვეყანას სჭირდება, რომ ეს ხალხი წავიდეს, სადამდეც შევძლებ, ბოლომდე ვიჭიდავებ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიცია ადგილზე მობილიზებულია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

Facebook Comments
%d bloggers like this: