პოლიტიკა

არსად შეჭრა საჭიროდ არ მიმაჩნია

 მე არ მინდა, პოლიტიკური დასასრული ამა თუ იმ ხელისუფლების რაიმე ფორმით შეეხოს ჩემი ქვეყნის სტაბილურობას – ამის შესახებ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქციების მოთხოვნის მიმართ არის სოლიდარული თუმცა ორგანიზატორთა შორის არ არის.

„არსად შეჭრა საჭიროდ არ მიმაჩნია, თუ ხელისუფლება არ გადავა რაღაც კანონიერების ჩარჩოებს, თუმცა მიმაჩნია, რომ დღეს არ გვყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, ხელისუფლება არის აბსოლუტურად უზურპირებული, მაგრამ შეჭრა ნიშნავს, რომ შენც იმავეს აკეთებ. არ მგონია, რომ რაიმე შენობების უკანონო დაკავება იყოს სწორი პასუხი ხელისუფლების მიერ ჩადენილ უკანონობაზე. ამიტომ, მგონია რომ საპროტესტო აქცია უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივად, მშვიდობიანად“, – აცხადებს ფოფხაძე.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ ორ ძალას აწყობს.

„მე მაინც და მაინც ამ მოთხოვნის გამო განსაკუთრებულ საპროტესტო განწყობებს ვერ შევიქმნი, რადგან მიმაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნები აწყობს ორ პოლიტიკურ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“, ყველა სხვა პოლიტიკური ძალა ასეთი არჩევნებისთვის ნაკლებადაა მზად. მე არ მინდა ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი და ამიტომ, მსურს, მორიგი არჩევნები პროპორციული სისტემით, ამას ველოდებით ჩვენ იმ კენჭისყრებიდან, რომელიც ხელისუფლებამ არასწორად ჩაატარა, რიგგარეშეს მოთხოვნა ამ შემთხვევაში უფრო დაკავშირებულია ემოციურ ფონთან, ვიდრე რეალურ საჭიროებასთან, რადგან ჯობს, ხალხმა ექვსი თვით უფრო გვიან გააკეთოს სწორი არჩევანი, ვიდრე ექვსი თვით ადრე გააკეთოს ემოციური არჩევანი. ამიტომ, ჩემთვის ეს მოთხოვნა ასეთი რელევანტური არ არის, მაგრამ ვინაიდან, ზოგადი პროტესტი უსამართლობასთან მიმართებაში არის და ეს პროტესტი არის სამართლიანი, მე ამ სივრცეში ავტომატურად მოვექეცი“, – აღნიშნა მან.

Facebook Comments