საზოგადოება

ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები სამეგრელოდან თბილისის აქციაზე დასაწრებად დაიძრნენ

Nusagi

სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები თბილისში მიმდინარე აქციაში მონაწილეობის მისაღებად სოფელ ნოსირში შეიკრიბნენ და თბილისისკენ მიკროავტობუსებითა და მსუბუქი ავტომობილებით დაიძრნენ.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი თემურ ბასილაია ამბობს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 600 ადამიანი მიიღებს თბილისის აქციაში მონაწილეობას. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას განუცხადა.

მისივე თქმით, რამდენი ადამიანი მიემგზავრება მთლიანად სამეგრელოდან, ინფორმაცია არ აქვს.

აქციაზე მიმავალი მოქალაქეები ამბობენ, რომ უერთდებიან რუსთაველის გამზირზე მყოფთა მოთხოვნებს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით. ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლების უმოქმედობის გამო, ცხოვრების სოციალური დონე მუდმივად იკლებს და გაუსაძლისი ხდება ყოფა. ამბობენ, რომ უნდა გადადგეს “ბიძინა ივანიშვილის მართული მთავრობა, რომელიც ხალხს ატყუებს”.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 3,972,065 ნახვა
%d bloggers like this: